ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი გასტროლებიდან დაბრუნდა.
Kutaisi Youth Theatre International Theatre Festival in Afrika, Republic Sudan, khartum 2012

აფრიკის ყველაზე დიდ სახელმწიფოში, სუდანში გამართულ თეატრალურ ფესტივალში ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრმა პირველი ადგილი დაიმსახურა. პრიზით დაბრუნდა თეატრის მსახიობი სოფიო ჩირაძე. მას ჟიურიმ ქალის საუკეთესო როლის ნომინაცია არგუნა. გასტროლები 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე დედაქალაქ ხართუმში მიმდინარეობდა. საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელიც აფრიკულ და არაბულ თეატრებთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე. სუდანი, ეგვიპტე, მაროკო, ქუვეითი, გაერთიანებული საამირო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა თავიანთ სპექტაკლებს აფრიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვევით სუდანის სახელმწიფო თეატრში მართავდა. ქუთაისელებმა ჟან ბატისტ მოლიერის „დონ ჟუანი“ ითამაშეს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი კახა ბაკურაძეა.
აფრიკული გასტროლები თეატრისთვის განსაკუთრებული იყო. ეს იყო ერთადერთი კონტინენტი სადაც ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი ნამყოფი არ იყო.
ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი აფრიკაში ყოფნის დროს სასტუმრო „ჰილტონში“ მიიღო სუდანის კულტურის მინისტრმა იასარ ველიზადემ. მან ქართველებისათვის სპეციალურად გამართულ საზეიმო ვახშამში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქვეყნის სახელმწიფო კაპელამ აფრიკული ფოლკლორის კონცერტი გამართა.
ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრს ჰქონდა პატივი ფესტივალი გაეხსნა. სპექტაკლს კი კონტინენტის 22 ქვეყნის განათლების მინისტრი დაესწრო. განათლების მინისტრები აფრიკის მინისტერიალში იღებდნენ მონაწილეობას და ეს სასიამოვნო დამთხვევა ამის გამო მოხდა. ქუთაისელებს სასტუმრო „ქორალში“ არაბეთის ელჩი შეხვდა,რომელმაც თეატრი დუბაიში დაპატიჟა. ოფიციალური მიწვევა კი ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრმა მაროკოს ფესტივალზე მიიღო. მაროკოში თეატრალური ფესტივალი მომავალი წლის მაისში გაიმართება.




Kutaisi Youth Theatre International Theatre Festival in Afrika, Republic Sudan, khartum 2012


III ENCUENTRO INTERNACIONAL DE MIMO Y CLOWN SALTA 2012

III ENCUENTRO INTERNACIONAL DE MIMO Y CLOWN SALTA 2012
Kutaisi Youth Theatre

kutaisi yunth theatre

kutaisi yunth theatre

kutaisi yunth theatre

The Kutaisi Youth theatre

The Kutaisi Youth theatre was established in 1991.It is the first independent theatre in Georgia. It has been working without State subside. The main financial source is money earned from its theatre goers.

The director of the theatre is Zurab Pkhadze. The cast has been searching for innovations that has been reflected on the performances.The “Medea’ by Jean Anoye, ‘The father of others children ”by Alexendre Rekhviashvili, “Spring of Sadness” by Al. Kazbegi , “Don Juan” by J. Moliere and others were performed on its stage. The theatre has succeeded many international festivals held in the Ukraine, Azerbaijan, Turkey, France, Lithuania, Latvia, Span, Republic Dominicana Sudan Republic.

Gallery

Gallery
Kutaisi Youth Theatre