ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი Kutaisi Youth Theatre at Turkey , Bursa 21-26 October 2013. International Theatre Festival.Kutaisi




ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის გასტროლი გერმანიაში, ქ. პადერბორნი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. 2013 წლის ივლისი.
ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი Kutaisi Youth Theatre in Germany Paderborn 2013 july



Germany Paderborn 2013 july

ქუთაისი ახალგაზრდული თეატრის გასტროლი გერმანიაში, ქალაქი კორბახი 2013წელი
Kutaisi Youth Theatre — at Germany, Korbach 2013 MAY. International Theatre Festival.




თურქეთი ქ. ანტალია საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2013 წლის აპრილი









თურქეთი ქ. ანტალია საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2013 წლის აპრილი

2013 წლის მაისი. ქუთაისის ახალგარდული თეატრის გასტროლი უკრაინაში ქალაქ დნეპროდერჟინსკში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.


ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი გასტროლებიდან დაბრუნდა.
Kutaisi Youth Theatre International Theatre Festival in Afrika, Republic Sudan, khartum 2012

აფრიკის ყველაზე დიდ სახელმწიფოში, სუდანში გამართულ თეატრალურ ფესტივალში ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრმა პირველი ადგილი დაიმსახურა. პრიზით დაბრუნდა თეატრის მსახიობი სოფიო ჩირაძე. მას ჟიურიმ ქალის საუკეთესო როლის ნომინაცია არგუნა. გასტროლები 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე დედაქალაქ ხართუმში მიმდინარეობდა. საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელიც აფრიკულ და არაბულ თეატრებთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე. სუდანი, ეგვიპტე, მაროკო, ქუვეითი, გაერთიანებული საამირო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა თავიანთ სპექტაკლებს აფრიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვევით სუდანის სახელმწიფო თეატრში მართავდა. ქუთაისელებმა ჟან ბატისტ მოლიერის „დონ ჟუანი“ ითამაშეს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი კახა ბაკურაძეა.
აფრიკული გასტროლები თეატრისთვის განსაკუთრებული იყო. ეს იყო ერთადერთი კონტინენტი სადაც ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი ნამყოფი არ იყო.
ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი აფრიკაში ყოფნის დროს სასტუმრო „ჰილტონში“ მიიღო სუდანის კულტურის მინისტრმა იასარ ველიზადემ. მან ქართველებისათვის სპეციალურად გამართულ საზეიმო ვახშამში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქვეყნის სახელმწიფო კაპელამ აფრიკული ფოლკლორის კონცერტი გამართა.
ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრს ჰქონდა პატივი ფესტივალი გაეხსნა. სპექტაკლს კი კონტინენტის 22 ქვეყნის განათლების მინისტრი დაესწრო. განათლების მინისტრები აფრიკის მინისტერიალში იღებდნენ მონაწილეობას და ეს სასიამოვნო დამთხვევა ამის გამო მოხდა. ქუთაისელებს სასტუმრო „ქორალში“ არაბეთის ელჩი შეხვდა,რომელმაც თეატრი დუბაიში დაპატიჟა. ოფიციალური მიწვევა კი ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრმა მაროკოს ფესტივალზე მიიღო. მაროკოში თეატრალური ფესტივალი მომავალი წლის მაისში გაიმართება.




Kutaisi Youth Theatre International Theatre Festival in Afrika, Republic Sudan, khartum 2012


ახლახანს დაბრუნდა მორიგი გასტროლებიდან ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი. შემოქმედებითი დასი ზურაბ ფხაკაძის ხელმძღვანელობით ამჯერად თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულში იმყოფებოდა. სტამბული მსოფლიოს ახალგაზრდულ თეატრებს მთელი აპრილის განმავლობაში მასპინძლობს. ჩვენი თეატრი ამ ფესტივალზე თურქეთის კულტურის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაპატიჟა. საქართველოს გარდა ფესტივალზე მიწვეული იყო შვედეთის, საფრანგეთის, იტალიისა და მაკედონიის დასები.ენა ვერ აღწერს იმ სითბოს და ყურადღებას რაც სტამბულში ჩვენ კულტურის უნივერიტეტის სტუდენტებმა გვიჩვენეს. ეს იყო დიდი სიხარულის დღეები და განშორების დიდი სევდაც. თავადაც ცრემლებს ვერ ვიკავებდით, როცა ახალგაზრდებმა გამოგვაცილეს“- განაცხადა ზურაბ ფხაკაძემ.



სტამბულის ფესტივალი საკონკურსოა. შესაბამისად შემოქმედებითი დონეც ძალიან მაღალია. გამარჯვებულებს მაისის დასაწყისში დაასახელებენ. ქუთაისელები იმედოვნებენ,რომ ჩვენი თეატრიც არ დარჩება ჟიურის ყურადღების მიღმა. ჟიურის თავმჯდომარემ ცნობილმა თურქმა მსახიობმა და რეჟისორმა ზაფერ ასლიდადემ თავად ისურვა ცალკე შეხვედროდა ქართულ დასს. მოგვიანებით კი მისი სახელით ქუთაისელები საზეიმო ვახშამზე დაპატიჟეს.

დაველოდოთ ჟიურის გადაწყვეტილებას. თუმცა თავად ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი ამ მოვლენებს ქუთაისში ვერ დაელოდება, რადგანაც თეატრი 3 მაისს ფრანკურტში მიფრინავს. ამჯერად ახალგაზრდულ თეატრს გერმანია 12 მაისამდე უმასპინძლებს.

ბოლო ერთი წლის მანძილზე ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრმა 5 ჯერ მოახერხა საერთაშორისო გასტროლის მოწყობა. სტამბული მეხუთე იყო ანკარის, ანტალიის, დომინიკის რესპუბლიკისა და აფრიკის სუდანის შემდეგ.



III ENCUENTRO INTERNACIONAL DE MIMO Y CLOWN SALTA 2012

III ENCUENTRO INTERNACIONAL DE MIMO Y CLOWN SALTA 2012
Kutaisi Youth Theatre

kutaisi yunth theatre

kutaisi yunth theatre

kutaisi yunth theatre

The Kutaisi Youth theatre

The Kutaisi Youth theatre was established in 1991.It is the first independent theatre in Georgia. It has been working without State subside. The main financial source is money earned from its theatre goers.

The director of the theatre is Zurab Pkhadze. The cast has been searching for innovations that has been reflected on the performances.The “Medea’ by Jean Anoye, ‘The father of others children ”by Alexendre Rekhviashvili, “Spring of Sadness” by Al. Kazbegi , “Don Juan” by J. Moliere and others were performed on its stage. The theatre has succeeded many international festivals held in the Ukraine, Azerbaijan, Turkey, France, Lithuania, Latvia, Span, Republic Dominicana Sudan Republic.

Gallery

Gallery
Kutaisi Youth Theatre