ახლახანს დაბრუნდა მორიგი გასტროლებიდან ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი. შემოქმედებითი დასი ზურაბ ფხაკაძის ხელმძღვანელობით ამჯერად თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულში იმყოფებოდა. სტამბული მსოფლიოს ახალგაზრდულ თეატრებს მთელი აპრილის განმავლობაში მასპინძლობს. ჩვენი თეატრი ამ ფესტივალზე თურქეთის კულტურის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაპატიჟა. საქართველოს გარდა ფესტივალზე მიწვეული იყო შვედეთის, საფრანგეთის, იტალიისა და მაკედონიის დასები.ენა ვერ აღწერს იმ სითბოს და ყურადღებას რაც სტამბულში ჩვენ კულტურის უნივერიტეტის სტუდენტებმა გვიჩვენეს. ეს იყო დიდი სიხარულის დღეები და განშორების დიდი სევდაც. თავადაც ცრემლებს ვერ ვიკავებდით, როცა ახალგაზრდებმა გამოგვაცილეს“- განაცხადა ზურაბ ფხაკაძემ.



სტამბულის ფესტივალი საკონკურსოა. შესაბამისად შემოქმედებითი დონეც ძალიან მაღალია. გამარჯვებულებს მაისის დასაწყისში დაასახელებენ. ქუთაისელები იმედოვნებენ,რომ ჩვენი თეატრიც არ დარჩება ჟიურის ყურადღების მიღმა. ჟიურის თავმჯდომარემ ცნობილმა თურქმა მსახიობმა და რეჟისორმა ზაფერ ასლიდადემ თავად ისურვა ცალკე შეხვედროდა ქართულ დასს. მოგვიანებით კი მისი სახელით ქუთაისელები საზეიმო ვახშამზე დაპატიჟეს.

დაველოდოთ ჟიურის გადაწყვეტილებას. თუმცა თავად ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი ამ მოვლენებს ქუთაისში ვერ დაელოდება, რადგანაც თეატრი 3 მაისს ფრანკურტში მიფრინავს. ამჯერად ახალგაზრდულ თეატრს გერმანია 12 მაისამდე უმასპინძლებს.

ბოლო ერთი წლის მანძილზე ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრმა 5 ჯერ მოახერხა საერთაშორისო გასტროლის მოწყობა. სტამბული მეხუთე იყო ანკარის, ანტალიის, დომინიკის რესპუბლიკისა და აფრიკის სუდანის შემდეგ.



III ENCUENTRO INTERNACIONAL DE MIMO Y CLOWN SALTA 2012

III ENCUENTRO INTERNACIONAL DE MIMO Y CLOWN SALTA 2012
Kutaisi Youth Theatre

kutaisi yunth theatre

kutaisi yunth theatre

kutaisi yunth theatre

The Kutaisi Youth theatre

The Kutaisi Youth theatre was established in 1991.It is the first independent theatre in Georgia. It has been working without State subside. The main financial source is money earned from its theatre goers.

The director of the theatre is Zurab Pkhadze. The cast has been searching for innovations that has been reflected on the performances.The “Medea’ by Jean Anoye, ‘The father of others children ”by Alexendre Rekhviashvili, “Spring of Sadness” by Al. Kazbegi , “Don Juan” by J. Moliere and others were performed on its stage. The theatre has succeeded many international festivals held in the Ukraine, Azerbaijan, Turkey, France, Lithuania, Latvia, Span, Republic Dominicana Sudan Republic.

Gallery

Gallery
Kutaisi Youth Theatre